ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში აფეთქებების ხმები ისმის

დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში, კრასნოგვარდეისკსა და კრასნიპერეკოპსკიში აფეთქებების ხმები ისმის. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამზე ვრცელდება.

ოკუპირებული სევასტოპოლის ეგრეთ წოდებული „გუბერნატორი“ მიხაილო რაზვოჟაევი სარაკეტო საფრთხის შესახებ იუწყება და მოსახლეობას მოუწოდებს  არ მიუახლოვდნენ ფანჯრებს და გამოიყენონ თავშესაფარი.

ნგრევის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი თემები