ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია “ისი პარი” გატეხეს

ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია “ისი პარი” გატეხეს. ადგილზე მისულ თანამშრომლებს, დილით მინები ჩამსხვრეული დახვდათ.

სალარო აპარატიდან თანხაა წაღებული.

მაღაზიის მენეჯერის განცხადებით, სალაროში თანხა არ ჰქონდათ დატოვებული და მძარცველებმა მხოლოდ 3 ლარის წაღება მოახერხეს.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. დაწყებულია გამოძიება.

 

მსგავსი თემები