პოლონეთში საქართველოს მოქალაქემ ფულით სავსე ჩანთა მოიპარა

პოლონეთში საქართველოს 41 წლის მოქალაქე დააკავეს. მამაკაცმა მძღოლის უყურადღებობით ისარგებლა და ავტომობილიდან ჩანთა მოიპარა, რომელშიც დიდი ოდენობით ნაღდი ფული იყო.

ჩანთაში  3 ათასი პოლონური ზლოტი იყო.

პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ დაზარალებულს ფულით სავსე ჩანთა მანქანიდან მოპარა, იქამდე კი აკვირდებოდა, როგორ დატოვა მფლობელმა ჩანთით ხელში ბანკი, ჩანთა მანქანაში ჩადო და მაღაზიაში გადავიდა.

საქართველოს მოქალქემ დაზარალებულს ჯერ საბურავები დაუჭრა, შემდეგ კი ფული წაიღო. მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი თემები