იტალიაში, კაცმა მე-5 სართულიდან გადავარდნილი 3 წლის ბავშვი დაიჭირა

იტალიელმა კაცმა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვი დაიჭირა და გადაარჩინა. უცხოური მედიის ინფორმაციით,

მატია აგუზიმ განაცხადა, რომ ის და მისი შეყვარებული  ცენტრალურ ტურინში  ადგილობრივი დროით დილის 11 საათიისთვის გადაადგილდებოდნენ, როდესაც მამაკაცის ყვირილის ხმა გაიგეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა.

,,მე ჩემს შეყვარებულთან ერთად გამოვედი პურის საყიდლად და შენობიდან ყვირილი გავიგეთ, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო.  გავიგონე კაცის ყვირილი, როცა დაინახა რაფაზე მიყრდნობილი პატარა გოგონა. პატარა გოგო ქუჩისკენ სულ უფრო და უფრო იხრებოდა, ფეხები ჰაერში ჰქონდა და თავს მხოლოდ ხელებით იჭერდა. თავიდან მეც ყვირილი დავიწყე და ბავშვს მივუთითებდი, რომ უკან დაბრუნებულიყო, თუმცა მას ჩვენი არ ესმოდა. როცა მივხვდი, რომ ვარდებოდა, დავდექი, თვალები დავხუჭე და იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. დარტყმის სიძლიერე შევამცირე და ორივე მიწაზე დავეცით“, – განაცხადა აგუზიმ.

მსგავსი თემები