„საქართველო ვერ მოიგებს ვერცერთ ომს”- ასლან ბჟანია

„საქართველო ვერ მოიგებს ვერც ერთ ომს და ამას ვერც სამხედრო ქმედებებით მიაღწევს“,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა , ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა არც აფხაზური, არც ქართული მხარისთვის.

„დროა გაიგონ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, განსაკუთრებით კავკასიაში. საქართველოში სხვადასხვა შიდაპოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. აფხაზეთთან დაკავშირებით იქ ცალსახა აზრი არ არსებობს. ქართულ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელთაც ესმით რეალობა, თუმცა არიან ისინიც, ვინც არასოდეს შეეგუება. ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ბრძოლისა, თუმცა, თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს მდგრადი მშვიდობა, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის“, – განაცხადა ბჟანიამ.

მსგავსი თემები