რუსეთმა ომში  დაახლოებით 261 840 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე,  დაახლოებით 261 840 ჯარისკაცი დაკარგა.

უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 261 840; ​ტანკი – 4 414;  ჯავშანტექნიკა – 8 579; საარტილერიო სისტემა – 5 450; სარაკეტო სისტემა – 733; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 500; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 387; საკრუიზო რაკეტები – 1 419; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 909; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 820.

მსგავსი თემები