,,ვეძებთ ორ ადამიანს – მცირეწლოვანს”- სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ონის მერის პირველი მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ადამიანების პოვნის მცირედი შანსი მაინც იქნება.

„დღეისთვის 31 გარდაცვლილი არის ნაპოვნი, მათ შორის ორ მათგანზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება, ასევე ვეძებთ ორ ადამიანს – მცირეწლოვანს, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ადამიანების პოვნის მცირედი შანსი მაინც იქნება“, – განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.

მსგავსი თემები