„დღეს „დნმ“ ტესტირების მე-5 დღეა, რამაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს ზაზას და მოზარდის ცხედრების კუთვნილება”- ზაზა მესხის ახლობელი

რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 31 გარდაცვლილის ცხედარი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია.

ზაზა მესხის ახლობელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს.

„დღეს „დნმ“ ტესტირების მე-5 დღეა, რამაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს ზაზას და მოზარდის ცხედრების კუთვნილება. წუხელ სიზმარი ვნახე, თითქოს ზემოდან დავყურებდი ლაფის, დიდი მორების, ლოდების ტრიალს… ყველაფერი წარმოუდგენლად ნათელი იყო, არც სუნი მაწუხებდა და არც ხმაური, ავდიოდი მაღლა და მაღლა…ეს ყველაფერი ზაზას დანახულს ჰგავდა, კი, ზაზას თვალებით დავყურებდი… ხანმოკლე იყო ეს ჩემი სიზმარი, მაგრამ იყო კი იგი სიზმარი?!- ზეცაში, მარადიულ ნათელში მიითვისოს შენი უკვდავი სული, ჩემო ძმაო ზაზა!“,- წერს ზაზა მესხის ახლობელი.

 

მსგავსი თემები