რუმინეთში, უკრაინელებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოჰყვა

რუმინეთის ქალაქ ნევოდარში უკრაინელებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოჰყვა. ავტობუსში უკრაინის 40 მოქალაქე იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსი საგზაო ნიშანს დაეჯახა.

6 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, 6 კი პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

 

მსგავსი თემები