ჩინეთი გლობალური განვითარების ინიციატივის განსახორციელებლად 10 მილიარდი აშშ დოლარს გამოყოფს

„ჩინეთი, რომელსაც აქვს იგივე გამოცდილება, როგორც განვითარებად ქვეყნებს, იყო, რჩება და იქნება განვითარებად მსოფლიოს შორის. ჩემი გლობალური განვითარების ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიო საზოგადოების გაერთიანებასა და განვითარებას“- ეს სიტყვები ჩინეთი პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელიც მან იოჰანესბურგში,  მსოფლიო ეკონომიკის ჯგუფის ლიდერების დიალოგზე (BRICS) გააკეთა და რომელსაც რუსეთის წარმომადგენელი, სერგეი ლავროვოც ესწრებოდა.

როგორც პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, სხვადასხვა კონტინეტზე ჩინეთი 200-ზე მეტ პროექტს ახორციელებს.

„განვითარების პრიორიტეტულ ამოცანად განვიხილავთ  კაპიტალური ინვესტიციების ზრდას. ჩინეთმა შექმნა 4 მილიარდი დოლარის გლობალური განვითარებისა და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის ფონდი. ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები გლობალური განვითარების ინიციატივის განსახორციელებლად 10 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავენ. ქმედითი ღონისძიებების გატარებით ვაღრმავებთ პრაქტიკულ თანამშრომლობას. 200-ზე მეტი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა კონტინენტზე, აზიიდან აფრიკამდე, წყნარი ოკეანის კუნძულებიდან კარიბის ზღვის სანაპიროებამდე. მუდმივად ფართოვდება თანამშრომლობის მექანიზმები სიღარიბის შემცირების, განათლების, ჯანდაცვის და ა.შ. სფეროებში“ – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ე.წ. მწვანე განვითარება იქნება.

„გლობალური განვითარების ინიციატივის ფარგლებში, ძალისხმევა კონცენტრირებულია ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორიცაა „მწვანე განვითარება“, ახალი ინდუსტრიალიზაცია და ციფრული ეკონომიკა. სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება აუცილებელია ეროვნული ეკონომიკისა და ხალხის კეთილდღეობისთვის. ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და განვახორციელეთ სპეციალური ღონისძიებები მარცვლეულის წარმოების ხელშეწყობისთვის. ასევე ვმუშაობთ ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

BRICS-ის ლიდერების დიალოგში  ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა მონაწილეობდა.

 

“მედიაცენტრი მთავარი” ჩინეთიდან

მსგავსი თემები