ვაშინგტონმა რუსეთში სანქციები კიდევ 11 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს დაუწესა

ვაშინგტონმა რუსეთში სანქციები კიდევ 11 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს დაუწესა. ე.წ. შავ სიაში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დედა აიმანი კადიროვა და მისი საზოგადოებრივი ფონდი, ასევე, ჩეჩნეთის მთავრობის მეთაური მუსლიმ ხუჩიევი და ყირიმის საბავშვო ცენტრ „არტეკის“ დირექტორი მოხვდნენ.

არსებული ინფორმაციით, მათ ბრალი ედებათ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის ხელშეწყობაში.

მსგავსი თემები