,,მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა”- მესხის ყოფილი მეუღლე

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ 31 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 პირს.

ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე წერს, რომ სავარაუდოდ შოვში ნაპოვნი ცხედარი ზაზას ეკუთვნის.

“დღის ბოლოსკენ სიახლე შემოვიდა: მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა. დნმ ტარდება და უახლოეს დღეებში 100 პროცენტით გვეცოდინება. ასევე ნაპოვნია ბიჭის ცხედარი, ანალიზს ველოდებით, რომ გავიგოთ ვის ეკუთვნის”,- წერს სინტა დეპონტი.

მსგავსი თემები