სამგორის რაიონში სამხედრო დასახლებაში ახალი სტადიონი და სკვერი მოეწყობა

თბილისის სამგორის რაიონში, მესამე მასივში მდებარე სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება. სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდება გზის საფარი, გაკეთდება ახალი სტადიონი და სკვერი.

,,ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და დაცულად იგრძნონ.  მინდა დიდი სიხარულით ვამცნო მესამე მასივის მოსახლეობას, რომ ქალაქის მერის კახი კალაძის ინიციატივით, სამხედრო დასახლებაში გაზაფხულიდან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი იღებს სტარტს. სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდება გზის საფარი, გაკეთდება ახალი სტადიონი და სკვერი”, – განაცხადა სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა.

მსგავსი თემები