ბრიტანეთმა უკრაინელი ლტოლვილების დასაქმების ხელშეწყობისა და ინგლისურის სწავლისთვის 14 მლნ-ზე მეტი გამოყო

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსური დახმარება გამოყო, რაც ინგლისური ენის შესწავლისა და მათი დასაქმების კუთხით დაიხარჯება.

არსებული ინფორმაციით, ქვეყანამ 14,5 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, რომლებიც ამჟამად ინგლისში, უელსში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ცხოვრობენ.

დახმარებით სარგებლობა 10 000-მდე უკრაინელს შეეძლება და ისინი ინგლისურის სწავლასა და კარიერულ წინსვლას შეძლებენ.

მსგავსი თემები