აშშ-ში ვარაუდობენ, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს

აშშ-ში ვარაუდობენ, რომ “ვაგნერის” დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ აშშ-ს აქვს რეალური საბაბი, რომ ეს იფიქროს. თუმცა, მათივე თქმით, ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდებია და სიტუაციის ანალიზი გრძელდება.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა.

“როსავიაციამ” დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად თავად პრიგოჟინიც იმყოფებოდა. 24 აგვისტოს მომხდარს თავად პუტინიც გამოეხმაურა, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ “პრიგოჟინი მძიმე ბედის კაცი იყო”.

მსგავსი თემები