„ნაპოვნია ძვირფასეულობა, პირადობის მოწმობები, საყოფაცხოვრებო ნივთები“ – ახალი ცნობები სტიქიის ზონიდან

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაო ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო არეალი გუმათჰესის ტერიტორიამდე აღწევს. ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია.

კალაპოტებში ნაპოვნია საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, რის გამოც იმატებს დაკარგულების პოვნის ალბათობა.

ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.

მსგავსი თემები