FBI–ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ რუს სანქცირებულ ოლიგარქზე მუშაობდა

გამოძიების ფედერალური ბიუროს, ნიუ-იორკის განყოფილების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა აღიარა, რომ 2021 წელს სანქცირებულ რულ ოლიგარქზე, ოლეგ დერიპასკაზე მუშაობდა.

ჩარლზ მაკგონიგალს ბრალად ედება საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის (IEEPA) დარღვევა და ფულის გათეთრება. ის იანვარში კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და ბრალი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან თანამშრომლობასა და ასობით ათასი დოლარის დამალვაში წაუყენეს.

FBI-ს ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ “ღრმად ნანობს” საკუთარ საქციელს. მისი თქმით, დერიპასკას დახმარებისთვის 17 500 დოლარი მიიღო.

აშშ-ს პროკურორის თანაშემწის, რებეკა დელის თქმით, მაკგონიგალი ცდილობდა დერიპასკას სანქციების სიიდან გამოსვლაში დახმარებოდა.

,,მეორე მხარეს შევუთანხმდი, რომ ღია წყაროებიდან შევაგროვებდი ინფორმაციას რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ პოტანინის შესახებ, რომელიც ოლეგ დერიპასკას ბიზნეს კონკურენტი იყო. ვიცოდი, რომ აშშ-ის მთავრობამ დერიპასკა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. რამდენადაც მესის, ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაცია პოტანინის სანქცირებულთა სიაში შესაყვანად იქნება გამოყენებული”, – განაცხადა FBI-ს ყოფილმა აგენტმა.

მას ახლა ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი თემები