ჩეხეთმა რუსეთის 350 მილიონი ევროს ოდენობის სანქცირებული აქტივები გაყინა

 უკრაინაში ჩეხეთის ელჩის , რადეკ მატულის განცხადებით, ჩეხეთმა რუსეთის 350 მილიონი ევროს ოდენობის სანქცირებული აქტივები გაყინა.

მისი თქმით, ჩეხეთის სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად აკვირდებიან ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან.

„ჩეხეთში რუსეთის მოქალაქეების გაყინული აქტივების ჯამური რაოდენობა, რომლებიც სანქციების ქვეშაა, 14 მილიარდ გრივნაზე მეტია (347,36 მილიონი ევრო)”, – განაცხადა მატულამ.

 

მსგავსი თემები