,, ლეხ კაჩინსკი ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე იყო, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას”- დუდა

ლეხ კაჩინსკი ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე იყო, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, არ მოუსმინეს, მაგრამ ის მართალი იყო, ეს ისტორიამ დაამტკიცა – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ განაცხადა.

მისი  თქმით, სამწუხაროდ მაშინ ლეხ კაჩინსკის არ მოუსმინეს და დასცინოდნენ, მაგრამ ისტორიამ დაამტკიცა, რომ ის მართალი იყო.

„ლეხ კაჩინსკი, ჩემი მასწავლებელი, იყო ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, რაც უზრუნველყოფდა მთელი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, მაშინ მას არ მოუსმინეს. მას თავს დაესხნენ, სასტიკად დასცინოდნენ, მის იდეებს ძირს უთხრიდნენ, მაგრამ ის მართალი იყო. ეს ისტორიამ დაამტკიცა და ეს არის გაკვეთილი, საიდანაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს”, – განაცხადა დუდამ.

მსგავსი თემები