უკრაინამ დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლა – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის უროჟაიხოე გაათავისუფლეს.

,,უროჟაინოე გათავისუფლდა, ჩვენი დამცველები ხაზებზე არიან დამაგრებულნი შეტევა გრძელდება”, – განაცხადა მალიარმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალიოვმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ბახმუტის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებით.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები არტილერიით აყენებენ ცეცხლსასროლი იარაღით ზარალს მტრის იდენტიფიცირებულ სამიზნეებზე და ახორციელებენ კონტრ-ბატარეის ზომებს.

მსგავსი თემები