„უკრაინის ყველა მოქალაქე უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და მძიმე ომისთვის”- ვერეშჩუკი

„უკრაინის ყველა მოქალაქე უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და მძიმე ომისთვის,“ – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა.

მისი თქმით, ომში გამარჯვებისკენ გზა გრძელი და ძნელი იქნება.

„ამ ომში გამარჯვებისკენ გზა გრძელი და ძნელი იქნება. 2-3 კვირაში, წლის ბოლომდე თუ მომავალ გაზაფხულამდე გამარჯვებაზე საუბარი არასწორია. უკრაინის ყველა მოქალაქე უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და მძიმე ომისთვის, მარათონისთვის და არა სპრინტისთვის, 12- რაუნდიანი ბრძოლისთვის და არა 3-რაუნდიანისთვის,“- განაცხადა ვერეშუკმა.

მსგავსი თემები