,,ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა და ბოდიშს გიხდით”- The Killers

Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა. როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე, ჯგუფის სოლისტმა დარბაზში შეკრებილებს ჰკითხა, იცოდა თუ არა მათ შორის ვინმემ დრამზე დაკვრა, რის შემდეგაც, სცენაზე ერთ-ერთი ადამიანი აიყვანა, რომელიც ეროვნებით რუსი აღმოჩნდა.

განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჯგუფი The Killers განცხადებას ავრცელებს:

,,კარგო ადამიანებო საქართველოდან, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა. ჩვენ დიდი ხნის ტრადიცია გვაქვს, ხალხს დრამზე დასაკვრელად სცენაზე ვეპატიჟებით. თავდაპირველად, დარბაზში მყოფი მსმენელების რეაქციით ჩანდა, რომ თითქოს აუდიტორიიდან სცენაზე ამოყვანილი ადამიანი მისაღები იყო. ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც გულისხმობდა, რომ The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი “ძმები და დები” არიან, შესაძლოა, არასწორად იქნა გაგებული. ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა და ბოდიშს გიხდით. თქვენთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები