,,მოგვიძებნეთ ზაზა მესხის და მისი 3 შვილის ცხედარი”- ზაზა მესხის ახლობლის მიმართვა

შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხს და მის სამ შვილს კვლავ ეძებენ. მისი მეუღლე უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ზაზა მესხის ახლობლები ხელისუფლებას მიმართავენ.

„შველას ვთხოვთ ხელისუფლებას! მე- 12 დღეა უკვე. მოგვიძებნეთ ზაზა მესხის და მისი 3 შვილის ცხედარი (მწყურვალის ან მშიერის მისი პოვნის იმედი დაიკარგა)“. – ვკითხულობთ ზაზა მესხის ახლობლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.  სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი და 7 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

მსგავსი თემები