„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ფულს იხდიან ქვეყნის დასანქცირებაში“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კატასტროფაა, როცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ფულს იხდიან ქვეყნის დასანქცირებაში.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის როგორც ომის, ასევე ღალატის პარტია. პირდაპირ მოღალატეები და აგენტები არიან, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. თქვენ იცით, რომ ამერიკაში მოქმედებს „რუსული კანონი“. ეს არის FARA-ს კანონი და მადლობა ამ კანონს, რათა „ნაცმოძრაობის“ სახე კიდევ ერთხელ გააშიშვლა. ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ წყალობით გახდა ცნობილი, რომ „ნაცმოძრაობა“ ფულს იხდიდა ქვეყნის გაშავებაში. ეს წარმოუდგენელი მოვლენაა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელებს „რუსული კანონისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები