„უკრაინა გააგრძელებს ოკუპირებულ ყირიმზე დარტყმებს“ – ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმისთვის ბრძოლა გაგრძელდება. როგორც ოლექსი რეზნიკოვი განმარტავს, უკრაინა გააგრძელებს სამიზნეებზე დარტყმებს და მათ შორის, ყირიმის ხიდზე.

როგორც მინისტრი განმარტავს, საუბარია ისეთ „სამიზნეებზე“ რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის წინააღმდეგობას შეამცირებს. ეს კი, მისივე განმარტებით, უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, მტრის ლოგისტიკის ხაზების განადგურება მიღებული ტაქტიკაა, რომ მას არ ჰქონდეს მეტი საბრძოლო მასალის, საწვავის და სურსათის მიღების შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე 17 ივლისს შეტევა განხორციელდა, რომელმაც ხიდის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა.

 

მსგავსი თემები