„ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო“- თეთრი სახლი მოსკოვზე განხორციელებულ თავდასხმაზე

გუშინ, მოსკოვზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით თეთრი სახლი პირველ შეფასებას აკეთებს. როგორც შტატებში აცხადებენ, ეს არის სწორედ იმ ომის შედეგი, რომელიც რუსეთმა დაიწყო.

„ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. მათ დაიწყეს და მათ შეუძლიათ მისი დასრულება. მათ შეუძლიათ დაასრულონ ის ნებისმიერ დროს უკრაინიდან ძალების გაყვანით, მშვიდობიანი მოსახლეობაზე უკრაინის ქალაქებზე სასტიკი თავდასხმების განხორციელების ნაცვლად“, – აცხადებს  თეთრი სახლის პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი.

მან რუსული თავდასხმებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს.

„რუსეთმა დაბომბა ოდესის პორტი, დაიღუპა და დაშავდა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, გაანადგურა იუნესკო-ს მემკვიდრეობის ძეგლი, გაანადგურა ათიათასობით ტონა მარცვლეული, რომელიც განკუთვნილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვის”, – აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

 

მსგავსი თემები