ზაპოროჟიეს ელექტროსადგური დანაღმული აღმოჩნდა

ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო დანაღმვის შესახებ დადასტურდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიფერიაზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოაჩინეს.

ატომურ ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება.

სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ექსპერტებმა რამდენიმე ნაღმი  სადგურის შიდა და გარე პერიმეტრს შორის მდებარე ბუფერულ ზონაში აღმოაჩინეს, რომელზეც სადგურის თანამშრომლებს წვდომა არ აქვთ.

 

მსგავსი თემები