,,ჩინეთი არ მიაწვდის იარაღს უკრაინის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს” – საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩინ განგის განცხადებით, ჩინეთი უკრაინის კონფლიქტში მონაწილე არცერთ მხარეს არ მიაწვდის იარაღს.

მინისტრმა გერმანელ კოლეგასთან ანნალენა ბერბოკთან პრესკონფერენციაზე საუბრისას გაიმეორა ჩინეთის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. მისი თქმით, ყველა მხარე უნდა დარჩეს „ობიექტური და მშვიდი“.

„სამხედრო ნივთების ექსპორტთან დაკავშირებით ჩინეთი ფრთხილ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას იჩენს. ჩინეთი არ მიაწვდის იარაღს კონფლიქტის შესაბამის მხარეებს და მართავს და აკონტროლებს ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად“,- განაცხადა ჩინ განგიმ.

მსგავსი თემები