გაერო რუსეთს მოუწოდებს, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს

უკრაინიდან მარცვლეულის დერეფნის ჩაკეტვაზე განცხადებას გაერო-ს გენერალური მდივანი აკეთებს და რუსეთს მოუწოდებს „მარცვლეულის შეთანხმებას“ დაუბრუნდეს.

საუბარია შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც შავი ზღვის გავლით  უკრაინიდან მარცვლეული გამოდიოდა, თუმცა, რუსეთმა აღნიშნული დერეფანი ჩაკეტა.

ანტონიო გუტერეშის შეფასებით, აღნიშნული დერეფნის ჩაკეტვა მარცვლეულზე ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც რაც ყველაზე მეტად მოსახლეობის მოწყვლად ფენებს დააზარალებს.

მსგავსი თემები