,,უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატო-ს წევრის სტატუსისგან”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით,უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატო-ს ევროპელი წევრების სტატუსისგან. მისივე თქმით,  უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ “ძალიან შორს არიან” ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისგან. „ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, საქმე არ არის წევრობაზე. ყველამ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, როგორ შეგვიძლია, როგორც ინდივიდებმა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, – განაცხადა შოლცმა. როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, უსაფრთხოების გარანტიები ისე  უნდა იყოს შემუშავებული, რომ უზრუნველყონ უკრაინის ის უსაფრთხოება, რომელიც თავდაცვისთვის სჭირდება.

მეტი...

PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია PSP-სა და Lib.ge აკადემიის ონლაინ სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით რაჭა-ლეჩხუმსა და ფშავ-ხევსურეთის სკოლის მოსწავლეებს წიგნიერების გაკვეთილები ჩაუტარდებათ. გაკვეთილებს ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი, ლელა კოტორაშვილი წაუკითხავს. შეთანხმება ასევე გულისხმობს მოწვეული მწერლების და გიორგი კეკელიძის სტუმრობას ამ რეგიონის სოფლებში და საჯარო ლექციების ჩატარებას. „PSP განათლების მიმართულებით წლებია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამასთან, ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებში, ახალგაზრდული გაერთიანებების, ახალგაზრდული პარლამენტის, უნივერსიტეტების თვითმართველობის ღონისძიებებში. განათლების და წიგნიერების პოპულარიზაციის სატელევიზიო პროექტების მუდმივი მხარდამჭერია. ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელმაც ეროვნულ ბიბლიოთეკას უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის სასკოლო წიგნები გადასცა. Lib.ge-სთან გაფორმეული შეთანხმება…

მეტი...

მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა იპოვეს

მექსიკის პოლიციამ ერთი კვირის წინ გაუჩინარებული ქოლ-ცენტრის შვიდი ახალგაზრდა თანამშრომლის სამძებრო სამუშაოების დროს, დროს ათობით ჩანთა აღმოაჩინა. აღმოჩენილ 45 ჩანთაში,  დანაწევრებული ცხედრები იყო. ჯალისკოს შტატის პროკურატურამ განაცხადა, რომ ჯერ უცნობია ეკუთვნოდა თუ არა ცხედრები შვიდ დაკარგულ ახალდაზრდას და აღნიშნა, მათი ძებნა გრძელდება. „დოიჩე ველეს“ ცნობით, დანაწევრებული სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა ქალაქ გვადალახარას გარეუბანში აღმოაჩინეს.

მეტი...

,,ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვის მამა არ იქნებოდა თავისუფალი და ჯანმრთელი”- ლიზა იასკო

ლიზა იასკოს განცხადებით,  დედა გახდა. მისი პირველი შვილის მამა კი, ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 55 წლის მიხეილ სააკაშვილია – ამის შესახებ გამოცემა „tabloid.pravda.com.ua“ წერს. „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილი დაიბადებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ომის ამ საშინელ რეალობაში. ზაფხულის დაწყების დღეს უმეტესობას ბოლო დღეები არ გვეძინა. ზაფხულზე არ ვფიქრობთ. ვფიქრობთ ჩვენი შვილების დაცვაზე. ჩვენი შვილები, ბავშვები, რომლებსაც, სამწუხაროდ, რუსეთის ყოვლისმომცველი აგრესიის გამო საკუთარ სახლში უსაფრთხოება არ აქვთ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვის მამა არ იქნებოდა თავისუფალი და ჯანმრთელი იმ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებში, როცა ერთად ვგეგმავდით ერთად ყოფნას. ჩემი შვილი ჩემი სიყვარულია. მამისთვის…

მეტი...

,,უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია”- რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია. მისი თქმით,  უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. „ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია. რაზეც ახლა უკრაინასთან ვსაუბრობთ, არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო მხარდაჭერა წარმატებული კონტრშეტევისთვის“, – განაცხადა სუნაკმა.

მეტი...

,,ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინასთან ომში”- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. მისი თქმით, არავის მოკავშირეები არ არიან. „ამის შესახებ ხმამაღლა არასდროს გვითქვამს, მაგრამ, ვფიქრობ, შესამჩნევია, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინასთან ომში. ჩვენი შეგრძნება ამ ომისა და კონფლიქტისგან არის შეშფოთება, რადგანაც ის მოქმედებს ყველა ჩვენს ურთიერთობაზე… დასავლეთში ამჩნევენ, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ, უფრო მეტად ამას ამჩნევენ. რუსეთში კი ხედავენ, რომ ჩვენ არ ვართ მათი მოკავშირეები ამ ომში. გამოდის, რომ ჩვენ არავის მოკავშირეები არ ვართ და ამიტომ დაუცველები ვართ. მეჩვენება, რომ ყველა ამ შეტაკებისგან თავის არიდება შესაძლებელია, თუმცა…

მეტი...

,,ზურგზე მაქვს ჭრილობა, კანი გაგლეჯილი მაქვს, ჩემს დას აქვს თავის ჭრილობა”- ზელენსკიმ სამიტზე მარიუპოლელი ბიჭის დღიურიდან ამონარიდები წაიკითხა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში გამართულ სამიტზე მარიუპოლელი ბიჭის დღიურიდან ამონარიდები წაიკითხა. პრეზიდენტის თქმით, ომის დაწყების შემდეგ  რუსეთმა უკრაინაში, სულ მცირე 483 ბავშვი მოკლა. ,,ეს დღიური ასე იწყება – “ომი! მე მეძინა გადასარევად. გავიღვიძე და გავიღიმე”. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ეს ბედნიერებაა ბავშვებისთვის. როდესაც ყოველ ღამე არის მხოლოდ  საჰაერო თავდასხმის სირენები – ძილი ბედნიერებაა, ეს ღირებულია. როდესაც ყოველ ღამე ხდება სარაკეტო თავდასხმები, დილით გაღვიძება ნამდვილად ფასდაუდებელია… ეს უკვე 15 თვეა გრძელდება. 15 თვის განმავლობაში რუსული აგრესია და ტერორი ანადგურებდა არა მხოლოდ შენობებს, არამედ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს – ჩვენი შვილების ფუნდამენტურ…

მეტი...

ჯო ბაიდენი ღონისძიებაზე წაიქცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტო ჯო ბაიდენი ღონისძიებაზე წაიქცა. პრეზიდენტი კოლორადოში გამართულ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებას ესწრებოდა. პრეზიდენტი  დიდხანს იდგა ფეხზე, რომ 192 კურსდამთავრებულისთვის ხელი ჩამოერვა და მიელოცა.  თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი სცენაზე გადასვლისას ქვიშის ტომარას დაეჯახა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მეტი...

რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი ვერ ჩამოვიდა. ის საზღვარზე არ შემოუშვეს. რუს მწერალს თბილისსა და ბათუმში ღონისძიებები ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ჩაეშალა. შენდეროვიჩი თბილისის აეროპორტის სასაზღვრო კონტროლიდან უკან დააბრუნეს. უცნობია, რა გახდა მისი არშემოშვების მიზეზი. თავად მწერალს კი განმარტებები არ გაუკეთებია. შენდეროვიჩი რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოეთის აგენტად“ აღიარა.  მან ადრე, სოციალურ ქსელში დაწერა კიდეც, რომ რუსეთის დატოვებას აპირებდა.

მეტი...