გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით,უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატო-ს ევროპელი წევრების სტატუსისგან.
მისივე თქმით, უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ “ძალიან შორს არიან” ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისგან.
„ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, საქმე არ არის წევრობაზე. ყველამ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, როგორ შეგვიძლია, როგორც ინდივიდებმა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, – განაცხადა შოლცმა.
როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, უსაფრთხოების გარანტიები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ უზრუნველყონ უკრაინის ის უსაფრთხოება, რომელიც თავდაცვისთვის სჭირდება.