რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი ვერ ჩამოვიდა. ის საზღვარზე არ შემოუშვეს. რუს მწერალს თბილისსა და ბათუმში ღონისძიებები ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ჩაეშალა.

შენდეროვიჩი თბილისის აეროპორტის სასაზღვრო კონტროლიდან უკან დააბრუნეს. უცნობია, რა გახდა მისი არშემოშვების მიზეზი. თავად მწერალს კი განმარტებები არ გაუკეთებია.

შენდეროვიჩი რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოეთის აგენტად“ აღიარა.  მან ადრე, სოციალურ ქსელში დაწერა კიდეც, რომ რუსეთის დატოვებას აპირებდა.

მსგავსი თემები