მექსიკის პოლიციამ ერთი კვირის წინ გაუჩინარებული ქოლ-ცენტრის შვიდი ახალგაზრდა თანამშრომლის სამძებრო სამუშაოების დროს, დროს ათობით ჩანთა აღმოაჩინა. აღმოჩენილ 45 ჩანთაში, დანაწევრებული ცხედრები იყო.
ჯალისკოს შტატის პროკურატურამ განაცხადა, რომ ჯერ უცნობია ეკუთვნოდა თუ არა ცხედრები შვიდ დაკარგულ ახალდაზრდას და აღნიშნა, მათი ძებნა გრძელდება.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, დანაწევრებული სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა ქალაქ გვადალახარას გარეუბანში აღმოაჩინეს.