,,უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია”- რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია. მისი თქმით,  უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

„ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია. რაზეც ახლა უკრაინასთან ვსაუბრობთ, არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო მხარდაჭერა წარმატებული კონტრშეტევისთვის“, – განაცხადა სუნაკმა.

მსგავსი თემები