უფლებადამცველებმა ჩეჩნეთიდან რამდენიმე ათეული ადამიანის გატაცება დაადასტურეს

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა “მემორიალმა” დაადასტურა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების მიერ რამდენიმე ათეული ადამიანის გატაცების შესახებ ჩეჩნეთში.  უფლებადამცველთა მონაცემებით, სულ 80-დან 90-მდე ადამიანი არის გატაცებული.  “მემორიალის” აზრით, გატაცებები დაკავშირებულია 6 მაისს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოსთან, რომელშიც უცნობი პირი ცეცხლს უკიდებს მანქანას, რომელსაც ნომრებზე აქვს წარწერა “დუსტუმ”.

უფლებადამცველებმა შეძლეს რამდენიმე გატაცებულის ვინაობის დადგენა. მათი ინფორმაციით, ურუს-მართანის რაიონის სოფელ სტარიე ატაგიში, გაიტაცეს საიფ-ისლამ ელმურზაევის – მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებაში მთავარი ეჭვმიტანილის – ოჯახის დაახლოებით 50 წევრი, მათ შორის ხანდაზმული ადამიანები და ქალები, რომელთა შორის ერთი ორსული იყო. მათი ადგილმდებარეობა უცნობია.

მსგავსი თემები