აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთის და „ქართული ოცნების“დროშები დაწვეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთის დროშასთან ერთად „ქართული ოცნების“ დროშაც დაწვეს.

ისინი ამბობენ, რომ „ეს არის შეტყობინება ამხანაგი ბიძინასთვის”.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ “რუსულ კანონს” ვეტო დაადო, საპროტესტო აქცია მაინც გაიმართა. მსვლელობები მოეწყო:ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც.

მსგავსი თემები