რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

აქციის მონაწილეებმა რუთაველის გამზირი გადაკეტეს. ამ მომენტისთვის საავატომობილო მოძრაობა შეჩერებულია. საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, “ექსპო ჯორჯიას” მიმდებარე ტერიტორიიდან  მსვლელობით მომავალი სტუდენტებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ მიეკუთვნებიან არცერთ პარტიას, მათ მხოლოდ ევროპული მომავალი სურთ.

თბილისის პარალელურად მსვლელობა მიმდინარეობს ბათუმში.

მსგავსი თემები