ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტო ჯო ბაიდენი ღონისძიებაზე წაიქცა. პრეზიდენტი კოლორადოში გამართულ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებას ესწრებოდა.
პრეზიდენტი დიდხანს იდგა ფეხზე, რომ 192 კურსდამთავრებულისთვის ხელი ჩამოერვა და მიელოცა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი სცენაზე გადასვლისას ქვიშის ტომარას დაეჯახა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.