,,ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვის მამა არ იქნებოდა თავისუფალი და ჯანმრთელი”- ლიზა იასკო

ლიზა იასკოს განცხადებით,  დედა გახდა. მისი პირველი შვილის მამა კი, ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 55 წლის მიხეილ სააკაშვილია – ამის შესახებ გამოცემა „tabloid.pravda.com.ua“ წერს.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილი დაიბადებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ომის ამ საშინელ რეალობაში. ზაფხულის დაწყების დღეს უმეტესობას ბოლო დღეები არ გვეძინა. ზაფხულზე არ ვფიქრობთ. ვფიქრობთ ჩვენი შვილების დაცვაზე. ჩვენი შვილები, ბავშვები, რომლებსაც, სამწუხაროდ, რუსეთის ყოვლისმომცველი აგრესიის გამო საკუთარ სახლში უსაფრთხოება არ აქვთ.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვის მამა არ იქნებოდა თავისუფალი და ჯანმრთელი იმ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებში, როცა ერთად ვგეგმავდით ერთად ყოფნას. ჩემი შვილი ჩემი სიყვარულია. მამისთვის ჩვენი შვილი არის მისი უკრაინული ფესვები და უკრაინული გაგრძელება, რაზეც ოცნებობდა და სურდა ჰყოლოდა, ამაყობდა უკრაინის მოქალაქის პასპორტით.

ჩვენი – ქალების მხრებსა და გულებზე ბევრმა განსაცდელმა გადაიარა. ქედს ვიხრი ყველა უკრაინელი ქალის წინაშე, რომელიც ახლა ღამით იღვიძებს, იცავს თავის მიწას თავისი შრომითა და ზრუნვით, იცავს შვილებს ყოველდღე,” – აცხადებს იასკო.

მსგავსი თემები