უკრაინაში საჰაერო განგაშია

მთელ უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს. განგაშის სიგნალის ხმები ისმის ქვეყნის დედაქალაქში, კიევშიც.

მეტი...

,,რა ჯანდაბა ხდება ჩემს საყვარელ საქართველოში?”- ლუკ კოფი

The Heritage Foundation-ის მკვლევარი, ლუკ კოფი ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული  კანონის განხილვის პარალელურად განვითარებულ პროცესებს ეხმიანება. ,,რა ჯანდაბა ხდება ჩემს საყვარელ საქართველოში?”- წერს ლუკ ლოფი ტვიტერზე.  

მეტი...

მოსკოვის ოლქში აფეთქების ხმა ისმოდა

2 მარტს ღამით რუსეთში, მოსკოვის ოლქის ქალაქ კოლომნაში აფეთქებების ხმა ისმოდა. ქალაქი მოსკოვიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, აფეთქება ნაგავსაყრელზე მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, სპეციალისტებმა კოლომნაში რამდენიმე ობიექტი შეამოწმეს და აფეთქების ნიშნები და ადგილი ვერ აღმოაჩინეს.  

მეტი...

აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დღეს გამოაცხადებს

აშშ დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „როიტერის“ ინფორმაციით, სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტში  ზალპური ცეცხლის მართვადი რეაქტიული სისტემები შევა. აღნიშნული სისტემების სროლა „ჰაიმარსებით“ არის შესაძლებელი, ასევე საბრძოლო მასალა ქვეითთა სამხედრო მანქანებისთვის და დაჯავშნული ტექნიკა გასაშლელი ხიდების დასამონტაჟებლად.  

მეტი...

,,უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს”- სამანტა პაუერი

,,უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს,”- ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი ტვიტერზე წერს. სამანტა პაუერი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს უარი თქვას შემოთავაზებულ კანონებზე. „საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე”,- წერს სამანტა პაუერი.

მეტი...

არგენტინაში მესის ოჯახის სუპერმარკეტი დაცხრილეს

არგენტინაში, ფეხბურთელ ლიონელ მესის ცოლის, ანტონელა როკუცოს ოჯახის სუპერმარკეტი დაცხრილეს. აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის პრეზიდენტი გამოეხმაურა. მარტის ბოლოს მესი არგენტინაში ჩავა ეროვნული ნაკრების რიგებში ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად. „ბევრს ვაკეთებთ, მაგრამ, ცხადია, რომ კიდევ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან როსარიოში ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემა ძალიან სერიოზულია. რაღაც უნდა გავაკეთოთ სანტა ფესა და როსარიოს მოსახლეობისთვის, ისინი ხომ არგენტინელები არიან. მე მაშინვე დავუკავშირდი მერ პაბლო ხავკინს, მაშინვე ველაპარაკე მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს, აგუსტინ როსის და ვუთხარი მას: „მოდით, სასწრაფოდ ვიმოქმედოთ“. ჩვენ ბევრს ვაკეთებთ, მაგრამ, ცხადია, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი“, – განაცხადა ალბერტო ფერნანდესმა. შემთხვევა ღამის…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 151 370 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რუსეთმა ომში დაახლოებით 151 370 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 151 370; ​ტანკი – 3 405; ჯავშანტექნიკა – 6 673; საარტილერიო სისტემა – 2 402; სარაკეტო სისტემა – 484; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247; თვითმფრინავები – 301; ვერტმფრენი – 289; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 061; საკრუიზო რაკეტები – 873; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 281; გემი/ნავი/კატარღა – 18;​ სპეციალური აღჭურვილობა –  230.

მეტი...

მოლდოვა ხუთი მიმართულებით, მათ შორის თბილისის მიმართულებით ფრენებს აუქმებს

Air Moldova-მ 2 და 3 მარტს დაგეგმილი რეისები, მათ შორის თბილისის მიმართულებით, გააუქმა. ამის მიზეზად ავიაკომპანიაში „ოპერაციული სირთულეები“ დაასახელეს. ფრენები გაუქმდა ასევე პრაღის, პარიზის, ლონდონისა და სტამბოლის მიმართულებით. „რეისების გაუქმების მიზეზი – ოპერაციული სირთულეებია. ავიაკომპანიის მფლობელობაში არსებული ორი თვითმფრინავი ფრენებისთვის ხელმისაწვდომი არ არის“, – განმარტეს ავიაკომპანიაში.  

მეტი...

,,გადავდგით ყველა ნაბიჯი ევროპული ცხოვრების წესთან და სტანდარტებთან დასაახლოებლად”- ირაკლი ღარიბაშვილი

2022 წლის 3 მარტს მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, განვლილ ერთ წელში მთავრობამ კიდევ უფრო გაააქტიურა ძალისხმევა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ქვეყნის ისტორიას და ხელისუფლების საქმიანობას განსაზღვრავს. „დღეს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების ისტორიული დღიდან. 2022 წლის 3 მარტს მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს. ამ დღეს ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა; სულ…

მეტი...

აშშ უკრაინისთვის 400 მილიონიან დახმარებას გამოყოფს

შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის განცხადებით, ამერიკა უკრაინას მორიგ, 400 მილიონის ღირებულების დახმარებას გამოყოფს. ძირითადად საუბარია სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებაზე.

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას პოლარიზების დავალება აქვს მიღებული

„პოლარიზაცია მათთვის არის დავალება და დღესაც პოლარიზაციის მიზნით მოქმედებდნენ“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დასძენს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით არგუმენტი ნულოვანია. „პოლარიზაცია მათთვის არის დავალება და დღესაც პოლარიზაციის მიზნით მოქმედებდნენ. მათი მიზანი არ იყო დისკუსიაში შესვლა. დღეს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით დავინახეთ ნული არგუმენტი. გარედან რომ ყვირი, გასაგებია, ოპონენტი გვერდით არ გიზის და შეგიძლია, რაც გინდა, ის იყვირო, მაგრამ როდესაც უკვე სხდომაზე ზიხარ შენს ოპონენტებთან ერთად და საშუალება გაქვს, კონკრეტული არგუმენტები დაუპირისპირო ამ ყველაფერს და ამას არ აკეთებ, ეს აჩვენებს, რომ მათთვის თვითმიზანი არის პოლარიზაცია“, – განაცხადა…

მეტი...

საქართველოში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ჩამოდის

მომავალ კვირას, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ესტუმრება.  როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო თბილისში მომავალ კვირას ჩავა. „მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო მომავალ კვირაში ჩავა რეგიონში. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი. ის ეწვევა სამივე ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში – საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს. ლუის ბონო აპირებს, შეხვდეს ლიდერებს, რომ მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენს მდგრად ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ის ჩავა ბაქოში, ერევანსა და თბილისში, ამ თანმიმდევრობით. ის სამივე ამ ქალაქში ხაზს გაუსვამს, რომ აშშ სამხრეთ კავკასიის…

მეტი...

აპირებს თუ არა თეთრი სახლი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის დევნას?!

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით და შემდგომ, პარლამენტსა და პარლამენტის გარეთ მიმდინარე პროცესებზე სახელმწიფო დეპარტამენტში ისაუბრა. კითხვაზე: აპირებს  თუ არა აშშ, დაიწყოს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობის დევნა, თუ ისინი გამოაცლიან ჟანგბადს საქართველოს დემოკრატიას, მან პირდაპირი პასუხისგან ტავი შეიკავა. „აშშ-ს გააჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია. ჩვენ გვსურს, რომ არავის შეეპაროს ეჭვი იმ შეშფოთებაში, რომელიც ჩვენ, ევროკავშირმა, გაერო-მ და რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა. ყველაზე მნიშვნელოვანია  შეშფოთება, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს და რომელიც მოდის სამოქალაქო საზოგადოებისგან თავისივე ქვეყანაში. ეს შეშფოთება მოდის საქართველოს მოქალაქეებისგან. სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებული.…

მეტი...

„ვართ ფრიად შეშფოთებული“ – თეთრი სახლი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„ეს კანონპროექტი  არ შეესაბამება იმ მომავალს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაისახა  და რომელშიც ჩვენ, აშშ-ს გვაქვს მიზნად, რომ ვიყოთ საქართველოს პარტნიორები და დავეხმაროთ მათ ამ მომავლის მიღწევაში“ – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომლის განხილვა გუშინ პარლამენტში კომიტეტების დონეზე დაიწყო როგორც „თეთრ სახლში“ განმარტავენ, ეს არ არის მხოლოდ აშშ-ის შეშფოთება, ეს დამოკიდებულება საერთოა. „მხოლოდ აშშ არ გამოხატავს შეშფოთებას, არამედ საქართველოს რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა, ევროკავშირი, გაერო, ასევე საქართველოს სამოქალაქო სექტორმა გამოაქვეყნა ძლიერი განცხადება, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ კანონთან დაკავშირებით იყო ძალიან…

მეტი...

„ვინც ამ კანონპროექტს ხმას მისცემს, პასუხისმგებელი იქნება ევროატლანტიკური მომავალის საფრთხის ქვეშ დაყენებაზე“ – თეთრი სახლი

მაშინ, როდესაც, საქარველოს პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს აკავებდნენ, პარლამენტის შენობაში კი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობა, „თეთრ  სახლში“ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობდნენ. „ღრმად შეწუხებული ვრჩებით შეთავაზებული „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის გამო. ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავალის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე“ – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა მედიასთან გააკეთა. როგორც პრაისმა აღნიშნა, კანონპროექტი თავისუფალ ხმას დაადუმებს. „კანონპროექტი ჯერ გადის პროცედურებს საქართველოს სისტემაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხებული ვრჩებით შეთავაზებული „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის გამო. კერძოდ, იმის გამო, რომ ის მოახდენს იმ…

მეტი...

პარლამენტის შენობასთან, აქციაზე 36 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სულ 36 ადამიანის დააკავეს. ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საკანონმდებლო ორგანოში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის  –  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ განხილვა დაიწყო. სიტყვიერი და ფიზიკურ დაპირისპირება იყო როგორც პარლამენტის შენობაში, ისე შენობის გარეთ.  

მეტი...