არგენტინაში მესის ოჯახის სუპერმარკეტი დაცხრილეს

არგენტინაში, ფეხბურთელ ლიონელ მესის ცოლის, ანტონელა როკუცოს ოჯახის სუპერმარკეტი დაცხრილეს. აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის პრეზიდენტი გამოეხმაურა.

მარტის ბოლოს მესი არგენტინაში ჩავა ეროვნული ნაკრების რიგებში ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად.

„ბევრს ვაკეთებთ, მაგრამ, ცხადია, რომ კიდევ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან როსარიოში ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემა ძალიან სერიოზულია. რაღაც უნდა გავაკეთოთ სანტა ფესა და როსარიოს მოსახლეობისთვის, ისინი ხომ არგენტინელები არიან.

მე მაშინვე დავუკავშირდი მერ პაბლო ხავკინს, მაშინვე ველაპარაკე მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს, აგუსტინ როსის და ვუთხარი მას: „მოდით, სასწრაფოდ ვიმოქმედოთ“. ჩვენ ბევრს ვაკეთებთ, მაგრამ, ცხადია, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი“, – განაცხადა ალბერტო ფერნანდესმა.

შემთხვევა ღამის სამ საათზე მოხდა, როდესაც მაღაზია დაკეტილი იყო. თავდამსხმელებმა შენობის კედელზე წარწერა დატოვეს: „მესი, გელოდებით. ხავკინი (პაბლო, როსარიოს მერი) ნარკომოვაჭრეა, ის შენზე არ იზრუნებს“.

მსგავსი თემები