მოლდოვა ხუთი მიმართულებით, მათ შორის თბილისის მიმართულებით ფრენებს აუქმებს

Air Moldova-მ 2 და 3 მარტს დაგეგმილი რეისები, მათ შორის თბილისის მიმართულებით, გააუქმა. ამის მიზეზად ავიაკომპანიაში „ოპერაციული სირთულეები“ დაასახელეს.

ფრენები გაუქმდა ასევე პრაღის, პარიზის, ლონდონისა და სტამბოლის მიმართულებით.

„რეისების გაუქმების მიზეზი – ოპერაციული სირთულეებია. ავიაკომპანიის მფლობელობაში არსებული ორი თვითმფრინავი ფრენებისთვის ხელმისაწვდომი არ არის“, – განმარტეს ავიაკომპანიაში.

 

მსგავსი თემები