„ვართ ფრიად შეშფოთებული“ – თეთრი სახლი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„ეს კანონპროექტი  არ შეესაბამება იმ მომავალს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაისახა  და რომელშიც ჩვენ, აშშ-ს გვაქვს მიზნად, რომ ვიყოთ საქართველოს პარტნიორები და დავეხმაროთ მათ ამ მომავლის მიღწევაში“ – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომლის განხილვა გუშინ პარლამენტში კომიტეტების დონეზე დაიწყო

როგორც „თეთრ სახლში“ განმარტავენ, ეს არ არის მხოლოდ აშშ-ის შეშფოთება, ეს დამოკიდებულება საერთოა.

„მხოლოდ აშშ არ გამოხატავს შეშფოთებას, არამედ საქართველოს რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა, ევროკავშირი, გაერო, ასევე საქართველოს სამოქალაქო სექტორმა გამოაქვეყნა ძლიერი განცხადება, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ კანონთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი პროპაგანდა.  ვგულისხმობ იდეას, რომ ეს კანონი დაფუძნებულია აშშ-ში მოქმედ „უცხოელი აგენტის რეგისტრაციის აქტზე“, FARA -ზე. ეს სიმართლეს არ შეესაბამება.  ჩვენი კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე ან მათი დაფინანსების წყაროებზე. აშშ-ში მოქმედი კანონი არის ძალიან ვიწრო და მოქმედებს მხოლოდ უცხო ქვეყნების აგენტებზე. ეს რადიკალურად განსხვავებულია და სწორედ ამიტომ ვართ ფრიად შეშფოთებული“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მსგავსი თემები