საქართველოში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ჩამოდის

მომავალ კვირას, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ესტუმრება.  როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო თბილისში მომავალ კვირას ჩავა.

„მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო მომავალ კვირაში ჩავა რეგიონში. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი. ის ეწვევა სამივე ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში – საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს. ლუის ბონო აპირებს, შეხვდეს ლიდერებს, რომ მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენს მდგრად ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ის ჩავა ბაქოში, ერევანსა და თბილისში, ამ თანმიმდევრობით. ის სამივე ამ ქალაქში ხაზს გაუსვამს, რომ აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ერთგულია“,- განაცხადა პრაისმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები