აპირებს თუ არა თეთრი სახლი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის დევნას?!

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით და შემდგომ, პარლამენტსა და პარლამენტის გარეთ მიმდინარე პროცესებზე სახელმწიფო დეპარტამენტში ისაუბრა. კითხვაზე: აპირებს  თუ არა აშშ, დაიწყოს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობის დევნა, თუ ისინი გამოაცლიან ჟანგბადს საქართველოს დემოკრატიას, მან პირდაპირი პასუხისგან ტავი შეიკავა.

„აშშ-ს გააჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია. ჩვენ გვსურს, რომ არავის შეეპაროს ეჭვი იმ შეშფოთებაში, რომელიც ჩვენ, ევროკავშირმა, გაერო-მ და რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა. ყველაზე მნიშვნელოვანია  შეშფოთება, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს და რომელიც მოდის სამოქალაქო საზოგადოებისგან თავისივე ქვეყანაში. ეს შეშფოთება მოდის საქართველოს მოქალაქეებისგან. სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებული. ამ კანონის მიღება და ამოქმედება იქნება დიდად შემაშფოთებელი ჩვენთვის. არ ვაპირებთ გადავიდეთ ამ ხიდზე. ამ ეტაპზე, კანონპროექტი არის ჯერ პროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს კანონმდებლების მიერ. ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, არის ყოველგვარი ეჭვების გარეშე ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის დაფიქსირება“,- განაცხადა პრაისმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები