„ვინც ამ კანონპროექტს ხმას მისცემს, პასუხისმგებელი იქნება ევროატლანტიკური მომავალის საფრთხის ქვეშ დაყენებაზე“ – თეთრი სახლი

მაშინ, როდესაც, საქარველოს პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს აკავებდნენ, პარლამენტის შენობაში კი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობა, „თეთრ  სახლში“ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობდნენ.

„ღრმად შეწუხებული ვრჩებით შეთავაზებული „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის გამო. ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავალის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე“ – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა მედიასთან გააკეთა.

როგორც პრაისმა აღნიშნა, კანონპროექტი თავისუფალ ხმას დაადუმებს.

„კანონპროექტი ჯერ გადის პროცედურებს საქართველოს სისტემაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხებული ვრჩებით შეთავაზებული „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის გამო. კერძოდ, იმის გამო, რომ ის მოახდენს იმ დამოუკიდებელი ხმებისა და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას და დადუმებას, რომლებიც ცდილობენ, ააშენონ უკეთესი ქვეყანა მათი თანამოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის.  შეშფოთებული ამ კანონის პოტენციური შედეგებით სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში.

ჩვენი მოსაზრება არის მარტივი. ჩვენ ეს საჯაროდაც დავაფიქსირეთ და პირადადაც. ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე. მსგავსი კანონი არ არის იმ მისწრაფების შესაბამისი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ’ – აღნიშნა ნედ პრაისმა.

 

მსგავსი თემები