აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დღეს გამოაცხადებს

აშშ დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„როიტერის“ ინფორმაციით, სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტში  ზალპური ცეცხლის მართვადი რეაქტიული სისტემები შევა. აღნიშნული სისტემების სროლა „ჰაიმარსებით“ არის შესაძლებელი, ასევე საბრძოლო მასალა ქვეითთა სამხედრო მანქანებისთვის და დაჯავშნული ტექნიკა გასაშლელი ხიდების დასამონტაჟებლად.

 

მსგავსი თემები