პარლამენტის შენობასთან, აქციაზე 36 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სულ 36 ადამიანის დააკავეს. ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საკანონმდებლო ორგანოში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის  –  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ განხილვა დაიწყო. სიტყვიერი და ფიზიკურ დაპირისპირება იყო როგორც პარლამენტის შენობაში, ისე შენობის გარეთ.

 

მსგავსი თემები