ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას პოლარიზების დავალება აქვს მიღებული

„პოლარიზაცია მათთვის არის დავალება და დღესაც პოლარიზაციის მიზნით მოქმედებდნენ“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დასძენს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით არგუმენტი ნულოვანია.

„პოლარიზაცია მათთვის არის დავალება და დღესაც პოლარიზაციის მიზნით მოქმედებდნენ. მათი მიზანი არ იყო დისკუსიაში შესვლა. დღეს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით დავინახეთ ნული არგუმენტი. გარედან რომ ყვირი, გასაგებია, ოპონენტი გვერდით არ გიზის და შეგიძლია, რაც გინდა, ის იყვირო, მაგრამ როდესაც უკვე სხდომაზე ზიხარ შენს ოპონენტებთან ერთად და საშუალება გაქვს, კონკრეტული არგუმენტები დაუპირისპირო ამ ყველაფერს და ამას არ აკეთებ, ეს აჩვენებს, რომ მათთვის თვითმიზანი არის პოლარიზაცია“, – განაცხადა კობახიძემ გუშინ პარლამენტში და მის გარეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

მსგავსი თემები