ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა – არის მსხვერპლი

ირანის დედაქალაქ თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოს შეიარაღებულმა პირი თავს დაესხა. მედიის ინფორმაციით, თავდასხმას აზერბაიჯანის საელჩოს დაცვის სამსახურის უფროსი ემსხვერპლა. დაჭრილია დაცვის კიდევ ორი წევრი. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. თავდამსხმელი დაკავებულია. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ღაზას სექტორიდან რაკეტები ისროლეს – ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა

პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს, რომელიც სარაკეტო თავდაცვამ მოიგერია. ამ დროისთვის უცნობია, მოჰყვა თუ არა ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს მსხვერპლი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს, ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა ხუთშაბათს ქალაქ ჯენინში მოკლეს ცხრა პალესტინელი და რამდენიმე დაჭრეს, რის გამოც პალესტინის ხელისუფლებამ შეაჩერა უსაფრთხოების კოორდინაცია ისრაელთან. ისრაელის უსაფრთხოების ძალების განცხადებით, ისინი  მოქმედებდნენ ჯენინში, რათა დაეკავებინათ “ტერორისტული რაზმი, რომელიც ეკუთვნის ტერორისტულ ორგანიზაციას ისლამურ ჯიჰადს”. “ისლამური ჯიჰადის ტერორისტები მონაწილეობდნენ მრავალი ძირითადი ტერორისტული თავდასხმის განხორციელებასა და დაგეგმვაში, მათ შორის თავდასხმების სროლა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებზე და ისრაელის სამოქალაქო პირებზე”, –  ნათქვამია ისრაელის…

მეტი...

კანადა უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემს

კანადა უკრაინას, უახლოეს მომავალში, Leopard 2-ის ტიპის 4 ტანკს გადასცემს. კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებით, უკრაინას ავღანეთის ომის დროს ნიდერლანდებიდან შეძენილ Leopard 2 A4-ის მოდელებს გაუგზავნიან. ამასთან, კანადა სამხედროებს გაგზავნის, რათა ევროპის ქვეყნებს უკრაინელი სამხედროების მომზადებაში დაეხმარონ.  

მეტი...

,,ორჯერ მეტი მოტივაციაა, რომ თბილისი 24 თებერვალს იყოს სავსე ქუჩებით”- გიორგი ვაშაძე

,,მერწმუნეთ, პოლონეთში ჩასული ბაიდენი თუ რამეს მიაქცევს ყურადღებას, სწორედ მრავალათასიან შეკრებას, ორჯერ მეტი მოტივაციაა, რომ თბილისი 24 თებერვალს იყოს სავსე ქუჩებით,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, 24 თებერვალი  უნდა იყოს ნდობის აღდგენის დღე. „ორჯერ მეტი მოტივაციაა, რომ კიდევ მეტი შევიკრიბოთ ჩვენ თბილისში. ჩვენც იქვე ვართ და ორჯერ მეტი მოტივაციაა, რომ თბილისი ამ დროს იყოს სავსე ქუჩებით. მერწმუნეთ, პოლონეთში ჩასული ბაიდენი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, თუ რამეს მიაქცევს ყურადღებას, სწორედ ამ მრავალათასიან შეკრებას თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის, ქართველი ხალხის, რომლისაც ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ნამდვილად სჯერა.…

მეტი...

,,დავუპირისპირდეთ სიძულვილის ნებისმიერ გამოვლინებას, ვაშენოთ უფრო უსაფრთხო და თავისუფალი მსოფლიო“- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაური განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს მათ მიმართ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას. „დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას. განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავთ მათ მიმართ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას. ამ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედიის განმეორება და ვალდებულებას, რომ დავუპირისპირდეთ სიძულვილის ნებისმიერ გამოვლინებას, ვაშენოთ უფრო უსაფრთხო და თავისუფალი მსოფლიო“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

რუსთავში, კაცი ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან გავიდა და მობილური ტელეფონი გათიშა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ კი ახლობლებმა ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

იაპონია რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

იაპონია 3 თებერვლიდან დამატებით პერსონალურ სანქციებს უწესებს რუსეთთან დაკავშირებულ პირებს. ამის შესახებ  ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა. პირადი სანქციები 22 პირის მიმართ დაწესდა, ექსპორტის შეზღუდვა კი დამატებით 49 კომპანიაზე. სანქცირებულებს შორის არიან ბავშვთა ომბუდსმენი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ჩერნიშეკო და ანდრეი ბელუსოვი, რუსი ოლიგარქის სულეიმან კერიმოვის ნათესავები, ასევე რუსული არმიის გენერლები.

მეტი...

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის მხარდაჭერას ომის დაწყების პირველი დღეებიდან სხვადასხვა აქტივობით გამოხატავს. ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინაში ელექტროსადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ, ქვეყნის ემერგომომარაგებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, მათ შორის სასიცოცხლო ობიექტების: საავადმყოფოების, პურის ქარხნების და სკოლების გამართულ ფუნქციონირებას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობამ სოლიდარობის აქციის ფარგლებში „დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრაინას“ რამდენიმე კვირაში ნახევარი მილიონის ლარის მობილიზება მოახდინა, ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა. კომპანია GM Pharma (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 – 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები დეკემბერში ჩავიდა უკრაიანში, ამ კვირაში…

მეტი...

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტი მოამზადა – მედია

”ბლუმბერგის” ინფორმაციით, ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, რაც ომში რუსეთის მხარდაჭერას უკავშირდება. მათივე ცნობით, სანქციები დიდწილად იმეორებს იმ შეზღუდვებს, რომლებიც ევროკავშირმა უკვე დაუწესა რუსეთს – ძირითადად ტექნოლოგიების ექსპორტსა და ენერგეტიკულ სექტორზე. მედიის ინფორმაციით, სანქციები შეეხება: ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას, რომლებიც გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის და შეუძლია გააძლიეროს ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი; ნავთობის, ნახშირის, ფოლადის ნაწარმსა და ოქროს; სავაჭრო შეზღუდვები ფუფუნების საქონელზე, ინვესტიციებზე და გარკვეული სერვისების მიწოდებაზე; ზომები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიაციაზე  და ენერგეტიკის სექტორზე, ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყაროებზე.  

მეტი...

„ასამბლეა შეშფოთებულია საქართველოში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო”- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

„ასამბლეა შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს რეფორმების განხორციელებაზე,”- ამის შესახებ  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები და უპასუხოს იმ შეშფოთებებს, რომლებიც აღნიშნულ რეზოლუციაშია გამოთქმული. „ასამბლეა შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს რეფორმების განხორციელებაზე და მხარეების მონაწილეობაზე რეფორმების პროცესში, რაც საჭიროა საქათველოს შემდგომი კონსოლიდაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის დამოუკიდებელი შეფასება, მომავალი რეფორმების წარმართვის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. რეზოლუცია ეხება მედიასთან მიმართებაში განვითარებულ ბოლო…

მეტი...

,,რუსული აგრესიის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ადეკვატური იარაღით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რომ რუსული აგრესიის შეჩერება შესაძლებელია და უნდა მოხდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. მისი თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული მასირებული იერიში კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ უკრაინას ადეკვატური იარაღი სჭირდება. „დღეს ჩვენ გავუძელით ტერორისტების მხრიდან განხორციელებულ კიდევ ერთ მასირებულ სარაკეტო იერიშს, დარტყმას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველაფერს, რასაც პარტნიორებს ვეუბნებით: ამ რუსული აგრესიის შეჩერება შესაძლებელია და უნდა მოხდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტი სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. იარაღი ბრძოლის ველზე; იარაღი, რომელიც დაიცავს ჩვენს ცას. რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით – უფრო სწორად პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღით, და ასევე იურიდიული იარაღით,…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის „საქმიან ეზოში“ იმყოფებოდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის „საქმიან ეზოში“ იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სამუშაოებს კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად გაეცნო. „ჩვენი მთავარი მიზანი, სატყეო მეურნეობის განვითარებასთან ერთად, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. სოციალური ჭრა სატყეო სააგენტოს კომფორტული სერვისებით ჩანაცვლდება, რათა მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს როგორც საშეშე მერქანი, ისე სხვა მერქნული რესურსი“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო საგაენტოს უფროსმა. „საქმიანი ეზოებიდან“ საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა, სატყეო რეფორმის მიხედვით, 2026 წლიდან იგეგემება. ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოები და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის განვითარება უზრუნველყოფს, როგორც მოსახლეობის მიერ სათბობი შეშის შეუფერხებლად…

მეტი...

ჯო ბაიდენი, უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, ევროპაში ვიზიტს გეგმავს – მედია

მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად ევროპაში ჩასვლას გეგმავს. მედიის ცნობით,ვიზიტი 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან იქნება დაკავშირებული. განიხილება რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტი ეწვიოს, მათ შორისაა პოლონეთი. მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე განიხილავენ თებერვლის ბოლოს უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პაკეტის გამოცხადებას. მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანია კიდევ ერთხელ დადასტურდეს აშშ-ის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ მაშინ, როდესაც ომი ახალ ფაზაში შედის.

მეტი...

,,ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები…”- დონალდ ტრამპი

ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები,”- ასე ეხმიანება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის დასავლური წარმოების ტანკების გადაცემას. “ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები. დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ახლა. ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია!” – წერს ტრამპი. ცნობისთვის,  გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას „ლეოპარდი 2“-ის ტიპის 14 ტანკს გაუგზავნის. ამასთან, აშშ უკრაინას „M1 აბრამსის“ ტიპის 31 ერთეულ ტანკს გაუგზავნის.

მეტი...

რუსთავში შვილმა ასაკოვან მამას სცემა

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დააკავეს, რომელმაც ასაკოვან მამას სცემა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რუსთავში XXI მიკრორაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცმა, 70 წლამდე მამას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მეტი...

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების კონტროლისთვის კიევში ამერიკელი აუდიტები იმყოფებიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების კონტროლისთვის კიევში ამერიკელი აუდიტები იმყოფებიან. თქმით, აშშ აგრძელებს უკრაინის დახმარებას რეფორმებისა და ანტიკორუფციული ზომების გატარებაში. „ადმინისტრაცია მომავალშიც კონცენტრირებული იქნება იმაზე, რომ არ დაუშვას დახმარებისა და იარაღის არამიზნობრივი გამოყენება. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, საკონსულტაციო კომპანია Deloitte-თან და აშშ-ის სამთავრობო აუდიტორების ჯგუფთან, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში კიევში იმყოფებიან”, – განაცხადა ნულანდმა.  

მეტი...

,,ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალს ხედავს თავისთვის”- სერგეი ლავროვი

,,ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალს ხედავს თავისთვის და რუსეთი მას ამაში ვერ დაეხმარება,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკის გაგება ძალიან რთულია. „რაც შეეხება ევროკავშირის გარკვეული ქმედებებისა თუ უმოქმედობის მიზეზებს, მიჭირს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. ახლა, ზოგადად, ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რა არის ევროკავშირის პოლიტიკა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ მოაწერეს ხელი ნატო-სთან სრული თანამშრომლობის დეკლარაციას. მათ უბრალოდ უნდა გადაწყვიტონ, რა მომავალს გეგმავენ საკუთარი თავისთვის. აქ ჩვენ მათ ვერანაირად ვერ დავეხმარებით, მაგრამ არც ხელს შევუშლით“, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...